სუეცის არხის გაფართოების სამუშაოები 2023 წლის ივლისში დასრულდება

სუეცის არხის გაფართოების სამუშაოები 2023 წლის ივლისში დასრულდება

სუეცის არხის სამხრეთ მონაკვეთის გაფართოების პროექტი სავარაუდოდ 2023 წლის ივლისში, ორწლიანი მუშაობის შემდეგ დასრულდება. აღნიშნული განცხადება სუეცის არხის ადმინისტრაციული ორგანოს (SCA) თავმჯდომარემ გააკეთა.

SCA-მ უკვე არსებული და მეორე არხის გაფართოების დაჩქარებული გეგმები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც Ever Given-ის საკონტეინერო გემმა გასული  წლის გაზაფხულზე არხი ექვსი დღით გადაკეტა. შეგახსენებთ, რომ მარტში Ever Given–ის მიერ არხის ბლოკირების გამო მსოფლიო ვაჭრობას დიდი პრობლემები შეექმნა. ამასთან, Ever Given–ს მხოლოდ ივლისის დასაწყისში მისცეს ნება, დაეტოვებინა სუეცის არხი, მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელებმა გემის მფლობელებთან და სადაზღვევო კომპანიებთან  შეთანხმებას მიაღწიეს.

,,პროექტი 24 თვეში დასრულდება. ჩვენ დავიწყეთ 2021 წლის ივლისში და ღმერთის ნებით დავასრულებთ 2023 წლის ივლისში“, – განაცხადა SCA-ს თავმჯდომარე ოსამა რაბიმ დუბაიში გამართულ ღონისძიებაზე.

გემები არხზე კოლონებად გადიან და მეორე ზოლის გაფართოება გამტარუნარიანობას ექვსი გემით გაზრდის, თქვა რაბიმ.

ადრე გამოცხადებული გეგმების მიხედვით, არხის ყველაზე სამხრეთი მონაკვეთის 30 კმ, სადაც Ever Given-ი გაიჭედა, უნდა გაფართოვდეს 40 მეტრით აღმოსავლეთით და გაღრმავდეს 72 ფუტამდე 66 ფუტიდან.

,,ეს გემების ნავიგაციას არხის ამ რთულ ნაწილში 28%-ით გააუმჯობესებს“, – თქვა რაბიმ. მისი თქმით, სუეცის არხის მმართველი ორგანო და მისი კომპანიები მთელ პროექტს ავითარებდნენ.

კითხვაზე ირანის საწვავის ან ნავთობის გადაზიდვის შესახებ, რომელიც სუეცის არხით ხორციელდება, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა ირანის ნავთობის გაყიდვებზე, მან თქვა: ”არ არსებობს დისკრიმინაცია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დროშას გემებზე და დიახ, ირანის ნავთობი გადის არხზე”.

ლიბანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ირანული საწვავი გასულ წელს დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით გადაზიდა, თუმცა სანქციებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილების მიზნით გადაზიდვები სირიის გავლით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 15% სწორედ სუეცის არხის გავლით ხორციელდება. ეს  უმოკლესი საზღვაო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სუეცის არხი ეგვიპტეში უცხოური ვალუტის შედინების უდიდეს წყაროს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *