ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად

ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს რომ პორტი 220,000 ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. ამგვარად, ტამანის პორტის No. 1 ნავმისადგომი სამხრეთ რუსეთში იქნება პირველი, რომელიც 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს მინერალური რესურსების ექსპორტი.

ამჟამად ექსპლოატაციაში შეყვანილია ტამანის პორტის ოთხივე ნავმისადგომი, სადაც ღრმა წყლოვანი სამუშაოები პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში ჩატარდა.

ნავმისადგომებზე განთავსებულია გემებიდან ან გემებზე გადასატვირთი ტრანსპორტი, რომლებიც საათში 14,000 ტონას ტვირთავს. წლის ბოლოს, ვარაუდობენ, რომ ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *