TBC Capital კაპიტალის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს

TBC Capital კაპიტალის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს

პარასკევის სავაჭრო სესიაზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც რამდენიმე ქართული კომპანიის აქციებიც არის წარმოდგენილი, „თიბისი ბანკის“ ჯგუფის (TBCG LN) აქციები 14.26 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგზე დაიხურა. აღნიშნული მაჩვენებელი კი წინა კვირის მონაცემზე 0.2%-ით მეტია.

„თიბისი ბანკის“ მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 158.7 ათას აქციას გაუტოლდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულია „საქართველოს ბანკის“ აქციებიც. გასული კვირის განმავლობაში ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის (BGEO LN) 182.3 ათასი აქცია ივაჭრა. რაც შეეხება დახურვის ფასს, პარასკევის სავაჭრო სესიაზე „საქართველოს ბანკის“ აქციები 15.88 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგზე დაიხურა. როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ, აღნიშნული მაჩვენებელი 6.3%-ით ნაკლებია წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მიმოხილვაში საუბარია „საქართველოს კაპიტალის“ (CGEO LN) აქციების შესახებაც. ლონდონის საფონდო ბირჟაზე მისი აქციები პარასკევის სავაჭრო სესიის ბოლოს 6.23 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგზე დაიხურა. ეს კი 4.7%-ით მაღალი მაჩვენებელია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით. რაც შეეხება ვაჭრობის მოცულობას, მან 639.7 ათასი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *