TBC: ძლიერი აშშ დოლარის პერიოდი სრულდება

TBC: ძლიერი აშშ დოლარის პერიოდი სრულდება

„რეგიონში განვითარებული მოვლენების, მკაცრი ფისკალური პოლიტიკისა და BP-ის პროექტის ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, 2018 წელს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, – ვკითხულობთ TBC-ის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში. ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. რაც შეეხება 2019 წელს, ზრდაზე მოქმედ ერთ-ერთ მთავარ რისკად დაკრედიტების შენელება სახელდება, თუმცა მოსალოდნელია ძლიერი ფისკალური სტიმული.

TBC-ის პროგნოზით, თუკი 2019 წელს დაკრედიტების 15%-იანი ზრდა დაფიქსირდება მშპ-ს ზრდა წლიურად 5.4% იქნება, ხოლო თუკი დაკრედიტების ზრდა 12% იქნება, მაშინ ეკონომიკა 4.7%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება ლარის კურსს, კვლევაში აღნიშნულია, რომ ლარის გაცვლითი კურსის ციკლი უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ევროსთან ვიდრე დოლართან. თუ ევრო გამყარდება სავარაუდოა რომ ლარიც გაყვება, თუმცა არა 100%-ით.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის რეალურ გაცვლით კურსს აქვს გამყარების ტენდენცია და მოცემული მონეტისათვის მიუთითებს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, როგორც ევროსთან ასევე დოლართან. მოცემული არგუმენტები იმასთან ერთად, რომ არაერთი განვითარებადი ქვეყნის ვალუტა ზედმეტად გაუფასურებულია დოლართან, საშუალებას იძლევა ითქვას რომ ლარი უნდა გამყარდეს როგორც დოლართან ასევე ევროსთან”, – აღნიშნულია კვლევაში.

slide36

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.