მონაცემთა ანალიზის კომპანია NielsenIQ-მა თურქეთში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ბრენდები სხვადასხვა კატეგორიაშიიმ ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოავლინა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის 81 პროვინციაში ჩატარდა.
„სოციალურმა იზოლაციამ და კარანტინმა დაგვანახვა, რომ პანდემიამ უდიდესი გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგიების უფრო ღრმად შემოჭრაზე, ამ პერიოდში ჩვენ დავინახეთ ბრენდები, რომლებმაც კარგად გაიგეს მომხმარებლების მოლოდინი და საჭიროებები და სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მათ წარმატებული შედეგებიც აქვთ“, – განაცხადა NielsenIQ-ის თურქეთის ოფისის ხელმძღვანელმა დიდემ შეკერელ ერდოღანმა.
გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირია:
ნავთობკომპანიებს შორის დასახელდა Opet-ი, პერსონალური კომპიუტერების ბრენდებს შორის – Casper-ი, მობილურ ტელეფონებს შორის – Samsung-ი, ტანსაცმლის ბრენდებს შორის – LC Waikiki, სახლის საწმენდ ქიმიურ საშუალებებს შორის – Domestos-ი, ავიაკომპანიებს შორის – Turkish Airlines-ი, მიტანის სერვისებს შორის – Getir-ი, სატრანსპორტო საშუალებებს შორის Yurtiçi Kargo, ბანკებს შორის – Ziraat Katılım-ი, პირადი ჰიგიენის საშუალებებს შორის – Gratis-ი, საოჯახო ტექნიკის ბრენდებს შორის – Arzum-ი, ონლაინ შოპინგის კომპანიებს შორის – Trendyol-ი, ავტომობილებს შორის – Renault-ი, სუპერმარკეტებს შორის – Migros-ი და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის – Türk Telekom-ი.