ელონ მასკის მიერ დაფუძნებული Tesla კონკურენტ კომპანია Rivian-ს უჩივის, როგორც მასკის კომპანიაში ამბობენ, Rivian-მა Tesla-დან კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპარა და ამ მიზნით Tesla-ს ყოფილი თანამშრომლები დაიქირავა. კერძოდ, Tesla-მ საჩივარი პერსონალის გადაბირებასა და კონფიდენციალური სავაჭრო ინფორმაციის გამოძალვაზე შეიტანა.
როგორც საჩივრის დოკუმენტში წერია, Tesla-მ საგანგაშო ტენდენცია შენიშნა, კერძოდ, Tesla-ს პერსონალი კომპანიას ტოვებდა და Rivian-ში ინაცვლებდა. როგორც კომპანიისთვის ამჟამად ცნობილია, Rivian-ი ერთ-ერთ ასეთ თანამშრომელს Tesla-ს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ესაუბრა. ამ დროისთვის, Rivian-ში Tesla-ს 178 ყოფილი თანამშრომელი მუშაობს.
Rivian-ი თავის პერსონალს სთხოვს, რომ დაადასტუროს, რომ ისინი არასდროს გასცემენ ყოფილი დამსაქმებელი კომპანიის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამასთან ერთად, Rivian-მა დაამატა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მხოლოდ იმისთვის არის, რომ კომპანიას რეპუტაცია შეერყას.