Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Tweeter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რომ კიბერ მანქანის წინასწარმა შეკვეთებმა 250,000-ს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის პრეზენტაციიდან ჯერ მხოლოდ 5 დღეა გასული.
თუკი წინასწარი შეკვეთების რაოდენობას გავითვალისწინებთ, კომპანიის შემოსავლების რაოდენობა 14 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ Tesla-მ პირველი ელექტრო კიბერ მანქანა 21 ნოემბერს წარადგინა. მანქანა აღჭურვილია ბრონირებული მინით და იგივე უჟანგავი ფოლადია გამოყენებული, რომელიც საჰაერო ხომალდების წარმოებაში გამოიყენება. პიკაპის ფასი 39,990 აშშ დოლარიდან იწყება.