ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციები სამშაბათის ვაჭრობის შედეგად ორ საათში მნიშვნელოვნად – $50 მილიარდით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა ელონ მასკმა და სხვა ხელმძღვანელებმა ახალი ელემენტის და წარმოების სტრატეგია წარადგინეს. თავდაპირველად Tesla-ს აქციებმა 5.6%-იანი ვარდნა განიცადა, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ერთ საათში 6.9%-მდე გაიზარდა.
ინვესტორები მასკისგან ორ მნიშვნელოვან განცხადებას ელოდებოდნენ. ერთი – განახლებული ელემენტის შესახებ, რომელსაც 10 წლიანი ვარგისიანობა ექნება, და მეორე – ელექტრომობილის ფასის შემცირების შესახებ. თუმცა, მასკმა არცერთი მათგანის შესახებ არაფერი თქვა. ამის ნაცვლად კი მან პირობა დადო, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ის შეამცირებს ელემენტების დანახარჯებს 50%-ით და ამას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებს.
“სამ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ $25 000-იანი ელექტრომობილი, რომელიც მცირედით უკეთესი იქნება, თუ მას ბენზინზე მომუშავე მანქანებს შევადარებთ“, – განაცხადა მასკმა.
ცნობისთვის, Tesla აპირებს წელიწადში 20 მლნ ელექტრომობილის წარმოებას. წელს კი ავტოინდუსტრია გლობალურად კომპანიისგან 80 მლნ ავტომობილის დისტრიბუციას ელოდება.