ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისს, მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებში, 15 მლნ ევროს დაფინანსება გამოუყო. თანხა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცემა.
სესხით მიღებულ თანხას კომპანია უმეტესად ტექნიკურ აღჭურვილობას და დედაქალის ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას მოახმარს. ასევე გათვალისწინებულია “თბილსერვის ჯგუფის” ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც.
EBRD აღნიშნავს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს თბილისში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას.
თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარბის ბანკის “მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის” მონაწილე ქალაქი 2017 წელს გახდა.
EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, ჯამში დაახლოებით 3 მილიარდი ევროა.