ხვალ და ზეგ, 15 და 16 აპრილს, Tbilisi Marriott–ში ქართული საფინანსო ინოვაციების პირველი ფორუმი გაიმართება (http://georgia.fi-forum.com/index.html). ფორუმის ორგანიზატორი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Hansa Fincon–ია, საქართველოს ინვესტირების პროფესიონალების საზოგადოებასთან (GSIP) ერთად.
ორგანიზატორების პრეს–რელიზის მიხედვით, გასულ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თბილისი კავკასიის მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრი გახდა. „ის უფრო ეფექტური და პროგრესულია, ვიდრე მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქები“.
ფორუმის თემებს შორისაა:საქართველოდან და საქართველოში ინვესტირების სტრუქტურირება; საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოები; საქართველოს საფინანსო ბაზრის საერთაშორისო ინტეგრირება; ბროკერული და „white-label“ სერვისები; საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარება და საგადასახადო გადაწყვეტები დიდი აქტივების მქონე ინდივიდებისთვის; აქტივების მართვა ქართულ ბაზარზე და სხვა.
ფორუმში მონაწილეობენ: GSIP, Regional Development Agency, Georgian Society of Investment Professionals, CFS Investment Bank,BLC Law Firm, Georgian National Investment Agency, eMoney Georgia, Peritus Group LLC, Georgian-Ukraine Business Club,Grant Thornton Akhvlediani, Poti FREE INDUSTRIAL ZONE, BDO, Farmer’s House, JSC Liberty Bank, MFO “Swiss-Credit”, EuroCredit,Bank of Georgia,TBC Broker LLC,PKF Georgia, GEC Corp.ICR, Petrocas Energy Group,LEPL National Agency of State Property, JSC Partnership Fund, Young Entrepreneurs Association, Julius Baer Bank Switzerland ,GN Treuhand Lichtenstein, GN Finance Lichtenstein, Altuscitadel Cyprus, Henley & Partners Switzerland AG, Fidux UK, Morgan Capital Advisors UK, CIM Banque Switzerland.