მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტი 30%-ით შემცირდა

მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტი 30%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2015 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 5%-ით. 2014 წლის მარტში 256 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის მარტში 179 მლნ დოლარის. სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ექსპორტი 28%-ით (193 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 3%-ით (59 მილიონი დოლარი).

2015 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბალანსი 12%-ით (133 მილიონი დოლარი) გაუარესდა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1273 მილიონი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მარტს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *