თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება.
ბიზნესცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს.
“ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება.
ატრიუმის სტილის ბიზნესცენტრში ბუნებრივი მზის შუქი, პროდუქტიული მუშაობისთვის, მშვიდ და კომფორტულ გარემოს შექმნის.
ბიზნესცენტრის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში დასრულდება. მინიმალური საოფისე ფართის შეძენა 70 კვადრატული მეტრიდანაა შესაძლებელი.
პროექტის დეტალებს გაეცანით ბმულზე.
S