საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის თებერვალში 2018 წლის თებერვალთან შედარებით 11.6 მლნ დოლარით, 10%-ით გაიზარდა. თებერვალში სულ 125.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თებერვლის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს თებერვალში საქართველოში 125.5 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.
თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 251 ათასი დოლარით ნაკლებია 2018 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვარ-თებერვალში, ჯამში, 241 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 7.7%-ით (17 მლნ დოლარით) მეტია.
თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ყირგიზეთიდან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
| 2018 | 2019 | ზრდა |
აშშ | 8.2 | 12.7 | 4.5 |
იტალია | 14.1 | 17.4 | 3.3 |
პოლონეთი | 0.8 | 2.2 | 1.4 |
ყირგიზეთი | 0.1 | 1.5 | 1.3 |
ისრაელი | 11.8 | 12.8 | 1.0 |
წყარო: ეროვნული ბანკი