თებერვალში ფულადი გზავნილები 5.3%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

თებერვალში ფულადი გზავნილები 5.3%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 252.28 მილიონი აშშ დოლარი (711.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 5.3%-ით (14.1 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 110.65 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 43.86%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 3.66% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, თებერვალში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 47.34 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 13.85%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 44.38 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები მცირედით, 0.09%-ით არის შემცირებული. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 30.32 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. ამ შემთხვევაში წლიურად 44.70%-იანი კლება აღინიშნა.

10 ქვეყანა, საიდანაც 2025 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს: 

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მილიონი აშშ დოლარი (80.9 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის (29.3 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.