სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 25.5%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 1.8%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 4%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 3.7%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 13%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 25%-ით. 19.4%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.