საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლება კი ენერგეტიკისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.