თიბისი კაპიტალის მეშვეობით სს ნიკორამ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის მეშვეობით სს ნიკორამ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა.

როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული ბანკებს დამატებითი ლარის რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მხარეებს შორის შეხვედრა თიბისი ბანკის სათავო ოფისში დღეს გაიმართა.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სს ნიკორას მორიგი ობლიგაციის წარმატებული განთავსება მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით. სს ნიკორა, შპს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა, ის თიბისისთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ ქართული კაპიტალის ბაზარს”, – განაცხადა “თიბისი ბანკის” კორპორატიული კლიენტების მომსახურეობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან შავკაციშვილმა. 

სს ნიკორა, შპს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ეს ჯგუფის უკვე მეოთხე წარმატებული განთავსებაა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის მიზიდული სახრების ნახევარზე მეტი უკვე ობლიგაციებია.

“ნიკორა ჯგუფის მიერ ეს არის მეოთხე განთავსება.ორი ემისია დახურულია, ერთი 25 მლნ ლარის ობლიგაციები აქვს ნიკორა ტრეიდს, ხოლო 28 მლნ ლარის განთავსება მოხდა ნიკორა ჰოლდინგის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოზიდული სახსრების დივრესიფიკაციისთვის.ნახევარზე მეტი უკვე არა საბანკო კრედიტები, არამედ ობლიგაციებია და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოზიდული სახსრები არის ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად ნაკლებად ვართ დამოკიდებულები ლარის კურსის მერყეობაზე.

წელს კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიღებული აქვს Scope Rating-ისგან და BB-/Stable დონით განისაზღვრა, ხოლო კომპანიის ფასიანი ქაღალდების დონე – BB/Stable-ით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ამ დროისათვის Fitch-ის შეფასებით BB/Stable-ით განისაზღვრება და ემთხვევა სს ნიკორას ფასიანი ქაღალდების საკრედიტო რეიტინგს”, – განაცხადა სს ნიკორას გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR), რაც TIBR-ის პოპულარიზაციას და მის ქართული კაპიტალის ბაზარზე დამკვიდრებას ისახავს მიზნად. 

“ეს არის TIBR-ზე და არა ეროვნული ბაკის მიერ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ინდექსი, რაც ვფიქრობთ, რომ კომპანიას და ინვესტორს შესაძლებლობას მისცემს, უფრო რეალურ ფასში განსაზღრულ ფასიან ქაღალდში ჰქონდეთ ინვესტირება განხორციელებული”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ. 

თიბისი კაპიტალი სს ნიკორასთან ამ მიმართულებით 2017 წლიდან თანამშრომლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *