თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით უახლესი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა.

ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:

„თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და უახლეს L 200-ზე 1 წლიანი 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. რისთვისაც 15%-იანი თანამონაწილეობაც საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს”, – ეკა ანჯაფარიძე, „თიბისი ლიზინგის“ ავტომიმართულების ხელმძღვანელი.

„ჩვენი გამჭვირვალე, სანდო და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდის და ჩვენი მომხმარებლის ნდობის დამსახურებით L200 უკვე ზედიზედ მესამე წელია ცალსახად ბესტსელერია ბაზარზე. უახლესი L200 გვჯერა, აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის მოწონებას“, – გიორგი ამაშუკელი, „კავკასუს მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი.

„კავკასუს მოტორსი” მიცუბიში მოტორსი კორპორაციის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და უკვე 11 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. S