თიბისი „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია

თიბისი „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია

თიბისი, 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერია. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.

წლევანდელი ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.

  • თეატრალური ხელოვნება: გივიკო ბარათაშვილი, მსახიობი. საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან „თოლია“.რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი).
  • კინოხელოვნება: თინათინ და ხვიჩა ემირიძეები, კინორეჟისორები საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა”.
  • მუსიკალური ხელოვნება: ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე. საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო).
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): თორნიკე სიბაშვილი, პოეტი. საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი. საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული  „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021).
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მარი ლუიზა კონჯარია, ქიმიკოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022).
  • სახვითი ხელოვნება: ანა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი. საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი – The Only Scar” (2022).
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანა ქირია, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის  გააზრების ნეოპლატონური  პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“ 2021).

„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „პეესპე“, „ჰარაკი“, პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *