თიბისიმ თბილისში ორი განახლებული ფილიალი გახსნა, რომლებიც ახალი კონცეფციით შეიქმნა. ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, მყუდრო და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს. აქ მოსულ ადამიანებს შეეძლებათ თიბისის ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიიღონ.
ამ გამოცდილებას ფილიალების სივრცული მოწყობაც ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. სწორედ ეს თანამედროვე ტენდენციებია გათვალისწინებული და ამით გამოირჩევა თიბისის ახალი სივრცეები. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების (ხე, ბეტონი, აგური, მცენარეები) და ღია ფერების სინთეზი ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.
“სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით ფილიალების განახლება თბილისიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოვიცავთ. განახლებული სივრცეები მთლიანად მომხმარებელზეა მორგებული. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება მომხმარებლის კმაყოფილება და მათთვის ცხოვრების გამარტივება იმ სერვისებითა თუ პროდუქტებით, რომლებსაც მათ ვთავაზობთ. ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ფილიალების განახლების კონცენფიაზე თიბისის გუნდმა საერთაშორისო სააგენტო GEOMETRY-სთან ერთად იმუშავა.
განახლებული ფილიალები თავისუფლების მოედანზე (#7) და ჭავჭავაძის გამზირზე (#33ე) დღეიდან შეძლებენ მომხმარებლების მიღებას.