თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვების მიზნით ბურღვითი სამუშაოების გაფართოებას გეგმავს

თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვების მიზნით ბურღვითი სამუშაოების გაფართოებას გეგმავს

ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად, თურქეთი 2021 წელს შავ ზღვაში კიდევ ერთ საბურღ გემს გაუშვებს. ხომალდი, რომელსაც Kanuni ერქმევა, უკვე გაშვებულ საბურღ გემს შეურთდება და ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების მოკვლევის სამუშაოებში ჩაერთვება. ამის შესახებ თურქეთის  ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დონმეზი აცხადებს. ინფორმაციას worldoil-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა განაცხადა, რომ 320 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი აღმოაჩინეს შავ ზღვაში. ის ხომალდი კი, რომელმაც ეს აღმოჩენა გააკეთა, შავ ზღვაში საბადოების ძებნას აგრძელებს. 

ცნობისთვის, გასულ რამდენიმე წელიწადში, საბადოების ძებნითი სამუშაოების გაფართოებასთან ერთად, თურქეთმა სამი საბურღი გემი შეისყიდა. 2012 წელს სამხრეთ კორეაში აწყობილი ხომალდი Kanuni, ამჟამად ხმელთაშუა ზღვის მერსინის პორტში იმყოფება.