თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ მიიღეს.

სახელმწიფო მედიასააგენტო Anadolu Agency-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ამჟამად ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ერდოღანი – 52.09%, ქილიჩდაროღლუ – 47.91%. სააგენტოს ინფორმაციით, ხმები თითქმის ყველა უბანზე დაითვალა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 14 მაისს ჩატარებულ პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის გადალახვა კანდიდატებიდან ვერცერთმა შეძლო.

შეგახსენებთ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2003-2014 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, 2014 წელს კი ქვეყნის მე-12 პრეზიდენტი გახდა. ერდოღანმა 2018 წლის ივლისში გამარჯვებიდან მალევე ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადაიყვანა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გააუქმა.

ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება.