UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს მართავს, რომელიც 14 ივნისს დაიწყო და, ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისამდე გაგრძელდება. EURO 2024-ის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა, სადაც ჩემპიონატის ფარგლებში, 10 ქალაქი მთლიანობაში 51 მატჩს უმასპინძლებს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში 24 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა შორის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ზე პირველ შეხვედრას დღეს, 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ამ გუნდების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი გაგაცნოთ. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ თურქეთის ნაკრების საბაზრო ღირებულება €324.1 მილიონს შეადგენს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ფასი კი თითქმის ამის ნახევარი, €161.05 მილიონი ევროა.
ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ფასი 80 მილიონი ევროა. რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, აქ საბაზრო ღირებულებით გუნდის კაპიტანი ჰაქან ჩალჰანოღლუ ლიდერობს, რომლის ფასიც 45 მილიონ ევროს შეადგენს.
თურქეთის ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ჰაქან ჩალჰანოღლუ – €45 მილიონი
ქენან ილდიზი – €30 მილიონი
არდა გიულერი – €30 მილიონი
ორქუნ ქოქჩუ – €27 მილიონი
ფერდი ქადიოღლუ – €21 მილიონი
ბარიშ ალფერ ილმაზი – €17 მილიონი
მერიჰ დემირალი – €16 მილიონი
ქერემ აქთურქოღლუ – €15 მილიონი
იუქსექ ისმაილი – €12 მილიონი
სემიჰ ქილიჩსოი – €12 მილიონი
საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ხვიჩა კვარაცხელია – €80 მილიონი
გიორგი მამარდაშვილი – €35 მილიონი
გიორგი მიქაუტაძე – €15 მილიონი
ოთარ კიტეიშვილი – €5 მილიონი
საბა ლობჟანიძე – €3 მილიონი
ზურიკო დავითაშვილი – €3 მილიონი
გიორგი ჩაკვეტაძე – €2.5 მილიონი
გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი
გაბრიელ სიგუა – €2.5 მილიონი
გიორგი ქვილითაია – €1.60 მილიონი