TikTok-ის დედა კომპანიამ 2020 წლის პირველ კვარტალში $5.6 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ჩინურმა კომპანია ByteDance-მა, რომელიც TikTok-თან ერთად სხვა სოციალური ქსელების აპლიკაციებს აერთიანებს, 2019 წელთან შედარებით წელს 130%-იანი ზრდა აჩვენა. ბოლო მონაცემებით, Bloomberg-ის ცნობით, კომპანია $100 მილიარდადაა შეფასებული.
მისმა ერთ-ერთმა კომპანია TikTok-მა მხოლოდ 2020 წლის პირველ კვარტალში 315 მილიონი ახალი მომხმარებელი შეიძინა, შედეგად ის ყველაზე ხშირად ჩამოწერილი აპლიკაცია გახდა ერთი კვარტლის განმავლობაში. მისი მომხმარებლების საერთო რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 2 მილიარდს როგორც iOS, ასევე Android-ის მოწყობილობებში.
ByteDance-ის მიზანი მიმდინარე წელს იყო დაახლოებით 200 მილიარდი იუანის გამომუშავება, რაც $28.2 მილიარდია. ეს გასული წლის შემოსავლებზე $11.2 მილიარდით მეტია. პირველი კვარტლის მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ კომპანია წლის ბოლოს მიზანს მიაღწევს.
შემოსავლების დადებითი პროგნოზი დაეხმარება კომპანიას ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე გასვლაში. როგორც გასულ თვეს Bloomberg-ს ანალიტიკოსმა განუცხადა, ByteDance-ს შეუძლია IPO $150–180 მილიარდის ფარგლებში გამოაცხადოს.