ტირანოზავრის თავის ქალა შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს

ტირანოზავრის თავის ქალა შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს

ტირანოზავრის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალა შესაძლოა, მომდევნო თვეში Sotheby’s-ის აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს.

სპეციალისტების გამოთვლებით, თავის ქალა, რომელსაც სახელად „მაქსიმუსი“ შეარქვეს, 76 მილიონი წლის წინ მობინადრე ტირანოზავრ რექსს უნდა ეკუთვნოდეს. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ის 90 კილოგრამზე მეტს იწონის. მისივე თქმით, „მაქსიმუსი“ აუქციონზე 9 დეკემბერს გამოჩნდება.

Sotheby’s-ის ინფორმაციით, თავის ქალა შესანიშნავ მდგომარეობაშია. სპეციალისტების შეფასებით, მის ყბებზე კბილის მატარებელი ყველა ელემენტი, თავის ქალის გარე ძვლების უმეტესობასთან ერთად, შენარჩუნებულია. ეს კი, სააუქციონო სახლის თქმით, „უკიდურესად იშვიათია“ ასეთი ნიმუშებისთვის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტირანოზავრის ჩონჩხი აუქციონზე პირველად 1997 წელს გაიყიდა. მასში $8.36 მილიონი გადაიხადეს. აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული დინოზავრის ჩონჩხის სტატუსი, მოცემული დროისთვის, სწორედ ტირანოზავრი რექსის სახეობის ბინადრის ნიმუშს ეკუთვნის – „სტენი“ 2020 წელს ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $31.8 მილიონად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *