სულ რამდენიმე დღეში, 14 ივნისს, წლის მთავარი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point გაიმართება. სრული პროგრამა უკვე ცნობილია:
თუ მარკეტინგის სფეროში ხარ და ეძებ სწრაფ გზას პროფესიული ზრდისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, უბრალოდ ინსპირაციისთვის, გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს ერთდღიანი თავგადასავალი.
ფესტივალი გააერთიანებს 2 სცენას, 20-ზე მეტ სესიას, ქინოთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, სპიკერებს შორის არიან ლიდ პროფესიონალები Spotify, Meta, Google, Volvo Cars, DAVID Madrid. NETFLIX, PUMA, Nike-ის კამპანიების კრეატიული დირექტორი, კალიფორნიული სტარტაპ Copysight AI-ის დამფუძნებელი, სოც მედია კომუნიკაციის დედად წოდებული – Dot Lung, Setanta-ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი, Maretech Institute-ის დამფუძნებელი და ბევრი სხვა.
4 ვორქშოფი იქნება წარმოდგენილი დღის განმავლობაში:
- Martech or Crash: Why Your AI is Doomed Without the Right Stack
- Mastering Reels: Creating Video Content on Your Phone
- Compressing the creative pipeline – from challenge to execution in 90 minutes.
- Pathfinder: Your Interactive Go-To-Market Mapping Session
ფესტივალის ნაწილია სტარტაპ შოუქეისი, რომელიც 7 მოწინავე მარტექ სტარტაპს გაგაცნობს. საშუალება გექნება მათ დამფუძნებლებს ადგილზე გაესაუბრო და სრული ინფორმაცია მიიღო პროდუქტზე.
დღის ბოლოს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ EURO24-ის გახნას და პირველ მატჩს. ამ ნაწილში ყველა დელეგატს ექნება საშუალება ფესტივალზე +3 მეგობარი დაპატიჟოს და მათან ერთად იზეიმოს ისტორიული საფეხბურთო მოვლენის დაწყება.
შევხვდებით Touch.Point-ზე!
S