საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარებას, და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 7 – 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit იმართება.
სამიტის ფარგლებში Touch Platform-ამ ნიდერლანდურ ფონდებთან – Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპს შეეძლო. განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადები შემოვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე: პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან.
გადარჩევის პროცესში ორგანიზატორების შიდა გუნდის გარდა ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლები. შედეგად კი Touch Summit წარმოგიდგენთ 10 შერჩეულ სტარტაპს, რომელთა შორის 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებიც არიან.
- STORI
- QuickShipper
- Awork
- Gotcha Technology Inc.
- CALEN AI
- Crosscreators
- Warehouse
- Wempler
- DataStudio
- Happykids
შეგახსენებთ, რომ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და “დაფიჩოს” ღონისძიების GROWTH STAGE-ზე.
კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემა შესაძლებლობა, სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგეს. გამარჯვებული კი ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.
ინფორმაციისთვის, Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.
„მოხარული ვართ, რომ Touch Summit-ის მხარდაჭერით სტარტაპებს ვაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს – Acrobator VC და Crosspring- ისგან მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სტარტაპები, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინ-ტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩურული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ Startup Challenge- ის შორთლისთში მოხვდა 500 Georgia-ს მე-3 და მე-5 ნაკადის 4 სტარტაპი: STORI ; Quickshipper, Gotcha , Awork . მათ უკვე მიიღეს ძალიან კარგი გამოცდილება და ეს აისახა კიდეც მათი კომპანიების წარმატებაზე. რაც შეეხება ამ Startup Challenge-ს, ისევე როგორც დანარჩენ შორთ ლისთში მყოფ კომპანიებს საინტერესო გამოცდილების მიღებასა და ვუსურვებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
რაც შეეხება თავად სამიტს: ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი და სტარტაპი (VC’s & Angels) დაესწრება რეგიონიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის და EMEA რეგიონებიდან.
Touch Summit-ს ექნება 3 სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების.
პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.
წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Unit9 და ბევრი სხვა. S