ტრამპის ადმინისტრაცია კვალიფიციურ უცხოელებზე ვიზების გაცემას ართულებს

ტრამპის ადმინისტრაცია კვალიფიციურ უცხოელებზე ვიზების გაცემას ართულებს

აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ახალი წესები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური უცხოელი მუშა-ხელისთვის H-1B ვიზის მიღება რთულდება. ახალი გადაწყვეტილება უკავშირდება მხოლოდ ამ ტიპის სამუშაო ვიზას, რომელიც კვალიფიციურ უცხოელებს აძლევს საშუალებას ამერიკაში დროებით დასაქმდნენ. ძირითადად აღნიშნული ვიზა გაიცემა ტექინდუსტრიაში დასაქმებულებისათვის, რომლებსაც ამ დოკუმენტით აშშ-ში რამდენიმე წლით რჩებიან და მუშაობენ.

Forbes-ის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში შედის დარეგისტრირებიდან 60 დღეში და ის იმ კომპანიებისთვის დამატებით მოთხოვნებს აწესებს, რომლებიც უცხოელ მუშა-ხელს ქირაობენ H-1B ვიზის ფარგლებში.

კერძოდ, რეგულაციის მიხედვით, კომპანიებს მოეთხოვებათ რომ თავდაპირველად ვაკანტური ადგილები შესთავაზონ ამერიკელებს და შემდეგ უცხოელებს.

აღნიშნული რეგულაციის კრიტიკოსები ამბობენ, რომ H-1B სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური მუშახელის ამერიკის გარეთ თავმოყრა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ნაკლები ტექნოლოგიური ინოვაცია და წინსვლა იქნება. „უორტონის ბიზნეს სკოლის“ ასისტენტ პროფესორ ბრიტა გლენონის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ასეთი შეზღუდვები სარგებელს მოუტანს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჩინეთი, კანადა და ინდოეთი, ვინაიდან კვალიფიციური კადრები სწორედ ამ ქვენებში წავლენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.