ტრამპის ორგანიზაციას უჩივიან

ტრამპის ორგანიზაციას უჩივიან

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიშია ჯეიმსი Trump Organization-სა და აშშ-ის პრეზიდენტის შვილს, ერიკ ტრამპს სასამართლოში უჩივის. იურისტი ტრამპის ორგანიზაციას ვალებისა და შეთახმებების შესანარჩუნებლად აქტივების ინფლაციაში ადანაშაულებს. 

68-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, ლეტიშია ჯეიმსი იძიებს შეიყვანა თუ არა ორგანიზაციამ ინვესტორები ტყუილში აქტივების ღირებულების ინფლაციით. გარდა ამისა, ჯეიმსი მოსამართლეს სთხოვს, რომ Trump Organization-მა მიაწოდოს მას ინფორმაცია ფინანსების შესახებ და აიძულოს ერიკ ტრამპი ინტერვიუს დათანხმდეს.

“Trump Organization-ის ტრანზაქციებთან დაკავშირებული საბუთებისა და მოწმეთა განაცხადების ძიებას ვაგრძელებთ. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ტრანზაქციებში ფარულად მონაწილეობა ერიკ ტრამპსაც აქვს მიღებული,” – აცხადებს ლეტიშია ჯეიმსი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes-ის მიხედვით, $2.1 მილიარდს შეადგენს.