მილიარდერი მთავარსარდლის ქონება თითქმის 20%-იან ვარდნას განიცდის.
რთული წელი გამოდგა პრეზიდენტ ტრამპისთვის. იმპიჩმენტსა და პანდემიასთან ერთად, მისი ქონება, გასული სექტემბრის შემდეგ, გათვლების თანახმად, $600 მილიონით – $2.5 მილიარდამდე – შემცირდა. ეს გარემოება კი Forbes 400-ში მას 339-ე ადგილს მიუჩენს, რაც 64 ადგილით უფრო დაბალი პოზიციაა შარშანდელთან შედარებით.
დამნაშავე – კორონავირუსია, რომელმაც ზიანი არა მხოლოდ პრეზიდენტის რეიტინგს მოუტანა გამოკითხვებში, არამედ იმ ინდუსტრიებსაც, სადაც ის ყველაზე მსხვილ აქტივებს ფლობს. საოფისე შენობათა ფასები ვარდნას განიცდის. იგივე ითქმის სასტუმროებზე, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში. ტრამპს მსუყე ვალი აქვს თავისი ვაშინგტონისა და ჩიკაგოს უძრავი ქონებებისთვის. ორივე ადგილის ღირებულება დღეს საბაზროზე ნაკლებია. ხოლო პრეზიდენტის გოლფის კურორტი მაიამიში, Doral-ი, $82 მილიონად ფასობს (იპოთეკების გათვალისწინებით), რაც 80%-იანი ვარდნაა ერთ წელიწადში.
ასეა თუ ისე, ტრამპის პორტფოლიოში ნათელ წერტილებსაც ნახავთ, მათ შორის, გარაჟებს. პრეზიდენტს დაახლოებით 350 ავტოსადგომი სივრცე აქვს მანჰეტენში, რაც კარგი ინვესტიციაა იმ პერიოდში, როცა ხალხს ეშინია მეტროთი მგზავრობა. ამასთან, ის კვლავაც ფლობს Mar-a-Lago Club-ს ფლორიდაში და სამ სახლს ახლომახლო – პრემიუმ უძრავ ქონებებს ჩვეულებრივ დროს და მეტადრე ახლა, როცა ნიუიორკელები ქალაქს ტოვებენ და ამით პალმ- ბიჩში ფასების ზრდას უწყობენ ხელს.
პრეზიდენტის ქონება
ტრამპი ოცდაათზე მეტ მსხვილ აქტივს ფლობს, რომელთა ღირებულება $2.5 მილიარდს უტოლდება. მათგან რვის ღირებულებამ, ამ გასულ წელიწადს, დიდი ვარდნა განიცადა.
555 California Street
სან-ფრანცისკო რას ფლობს: 30%-იან წილს სამშენობიან კომპლექსში ჯამური ღირებულება: $2 მილიარდი ვალი: $546 მილიონი წმინდა ღირებულება: $442 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $35 მილიონი
1290 Avenue of the Americas
ნიუ-იორკი რას ფლობს: 30%-იან წილს საოფისე და სავაჭრო სივრცეში ჯამური ღირებულება: $2.1 მილიარდი ვალი: $950 მილიონი წმინდა ღირებულება: $342 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $109 მილიონი
40 Wall Street
ნიუ-იორკი რას ფლობს: მიწის იჯარას 2059-ის ჩათვლით ჯამური ღირებულება: $401 მილიონი ვალი: $139 მილიონი წმინდა ღირებულება: $262 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $65 მილიონი
Mar-a-Lago
პალმ-ბიჩი, ფლორიდა რას ფლობს: 100%-ს კერძო კლუბში წმინდა ღირებულება: $180 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $10 მილიონი
Trump Tower
ნიუ-იორკი რას ფლობს: 244,000 კვადრატულ ფუტ სავაჭრო და საოფისე სივრცეს წმინდა ღირებულება: $167 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $70 მილიონი
Trump National Doral Miami
ჯამური ღირებულება: $153 მილიონი ვალი: $125 მილიონი წმინდა ღირებულება: $28 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $114 მილიონი
Trump International Hotel
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი რას ფლობს: 77.5%-იან წილს მიწის იჯარაში ჯამური ღირებულება: $168 მილიონი ვალი: $170 მილიონი წმინდა ღირებულება: –$2 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $66 მილიონი
Trump International Hotel & Tower Chicago
რას ფლობს: სავაჭრო სივრცეს, საცხოვრებელი სივრცის ულუფას ჯამური ღირებულება: $86 მილიონი ვალი: $95 მილიონი წმინდა ღირებულება: –$9 მილიონი ცვლილება 2019-ის შემდეგ: $13 მილიონი
ცვლილება ღირებულებებში მოიცავს 2019-ის 6 სექტემბრიდან 2020-ის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდს.