აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სამთავრობო უწყებებს ილონ მასკის დეპარტამენტთან, DOGE-სთან თანამშრომლობას ავალდებულებს. განკარგულების თანახმად, ფედერალურ სააგენტოებს DOGE-სთან მუშაობის ინსტრუქცია მიეცათ, რათა მათი ოპტიმიზაცია მოხდეს.
ილონ მასკი დონალდ ტრამპის კაბინეტში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. დეპარტამენტის მიზანი სამთავრობო ხარჯების შემცირება, ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციით არაეფექტიანი პროცესებისა და პოზიციების გაუქმება და რეგულაციების შემცირებაა.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ყოველ გათავისუფლებულ ოთხ ადამიანზე ერთზე მეტი ადამიანის დაქირავების შესაძლებლობას ზღუდავს. თუმცა განკარგულება სამხედრო და სამართალდამცავი უწყებებისათვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.
ახლადშექმნილი დეპარტამენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს. არ არის ცნობილი, ვინ იმუშავებს ახლადშექმნილ დეპარტამენტში ილონ მასკისა და ვივეკ რამასვამის გარდა. თავად ილონ მასკის სტატუსი მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სახელით განისაზღვრა. DOGE-ის აუდიტის პირველი ტალღა USAID-ს შეეხო, რომლის დაფინანსებაც გამონაკლისი პროგრამების გარდა ამ დრომდე შეჩერებულია.