ტრამპს NASA-ს დაფინანსების გაზრდა სურს

ტრამპს NASA-ს დაფინანსების გაზრდა სურს

დონალდ ტრამპს NASA-ს წლიური დაფინანსების გაზრდა სურს, რათა 2024 წლისთვის ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე მისიის განხორციელება შეძლონ. კერძოდ, როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, თეთრი სახლი კონგრესს მიმართავს, NASA-სთვის მომავალ წელს 25 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყონ, მათგან 12.4 მილიარდი დოლარი მხოლოდ მთვარის მისიის განსახორციელებლად. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ NASA-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა თეთრი სახლის თხოვნას კონგრესი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, NASA-ს დაფინანსება 22.6 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. 2025 ფისკალური წლისთვის კი ტრამპის ადმინისტრაციას NASA-ს ბიუჯეტის 26.3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სურს.

როგორც NASA-ს ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი აცხადებს, მთვარის მისია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ მარსის დასალაშქრად.

წყარო: CNN