ტრანსკასპიური მილსადენი ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებას ელოდება

ტრანსკასპიური მილსადენი ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებას ელოდება

ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის პრომოუტერი კომპანია – W-Stream Caspian Pipeline Company Limited გეგმავს საგრანტო განაცხადის შეტანას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი CEF-ის თანადაფინანსების მოსაპოვებლად 2017-2020 წლის პაკეტში. ამასთან, ამ დროისთვის, ევროკავშირის INEA-ს ელექტრონული განაცხადების სისტემაში, ტრანსკასპიური მილსადენის შესწავლებთან დაკავშირებით, კომპანიის სახელით უკვე წარდგენილია ორი განაცხადი.

ევროკავშირის მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, აუცილებელია პროექტების სპონსორი იურიდიული პირის ფინანსური მხარდაჭერის წარდგენა.  საბოლოო გარანტიის გაცემა კი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის მიერ გრანტის დამტკიცებაზე. 

W-Stream caspian Pipeline Company Limited-ის მიერ ევროკავშირისგან გრანტის მიღებასთან დაკავშირებით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ფინანსური მხარდაჭერა უნდა წარადგინოს. აღნიშნული თანხა – საგრანტო განაცხადი ერთ პროექტზე და ორივე განაცხადზე შეადგენს 10 000 000 აშშ დოლარს, რაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან გულისხმობს დაახლოებით 5 000 000 აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერის წარდგენას. 

საქართველო White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10%-ს ფლობს. 

პროექტი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2020-2022 წლებში იგეგმება. ტრანს-კასპიური პროექტი შესაძლოა TANAP-ის ნაწილი გახდეს. 

ტრანსკასპიური მილსადენის პროექტს გააჩნია PCI-ში (Project of Common Interest) მოხვედრის პერსპექტივა.