Treepex-მა კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა

Treepex-მა კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა

კომპანია Treepex-მა ახალი მწვანე კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფინანსურ სარგებელთან ერთად, გარემოზეც იზრუნოს. პროექტით რამდენიმე ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტი დაინტერესდა. თანხა, რომელსაც მომხმარებელი Oxyn-ში დააგროვებს გადამისამართდება მწვანე ორგანიზაციებში და ყველა მსურველს შეეძლება დარგოს ხე საკუთარ ან ახლობლის სახელზე. ყველა დარგული ხე აღჭურვილია სპეციალური მიკრო ჩიპით, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია ხის ზრდის პროცესისთვის თვალყურის დევნა. შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ “ოქსინ ტოკენს“, ხის ფოტოსა და გეოგრაფიული მდებარეობის კოორდინატებს.

Oxyn შეძენა ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი, შემოდგომიდან კი Oxyn ტოკენის მფლობელებს Oxyn კრიპტოვალუტის გაზრდილ ფასად განაღდება შეეძლებათ. 

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა კვანტალიანი ამბობს, რომ კრიპტ ეკო-სისტემა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მისი მათავარი მიზანი კი ბიზნესისა და მომხმარებლის ერთმანეთთან დაკავშირებაა.

“ვქმნით იმ კომპანიების ქსელს, რომლებიც მზად არიან მომხმარებლებს, ე.წ “მწვანე ადამიანებს”, – რომლებიც ფლობენ Oxyn-ს, რაიმე ექსკლუზიური შესთავაზონ. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ბარში სალათი, რომელიც სპეციალურად მათთვის მომზადდება, ან შეიძლება იყოს სასტუმროში ექსკლუზიური ნომერი, თვითმფრინავში განსაკუთრებული სავარძელი ბიზნესკლასში და ა.შ”, – განაცხადა კომპანია Treepex-ის დამფუძნებელმა ლაშა კვანტალიანმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.