საქართველოში უახლოეს წლებში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

საქართველოში უახლოეს წლებში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

რეგიონის ქვეყნებში სათამაშო ბიზნესის აკრძალვა საქართველოს მიმზიდველ მიმართულებად აქცევს. თურქეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში კი შეზღუდვებია დაწესებული.

G&T-ის ტურიზმის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. ბათუმში ამჟამად 10 კაზინო მოქმედებს, უახლოეს წლებში კი 5-ის გახსნაა დაგეგმილი.

2013-2016 წლებში ბათუმის კაზინოებში ვიზიტორების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა და 680 000 შეადგინა. აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო.

2018-2020 წლებში კი საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი:

სასტუმრო Stamba თბილისში – ოპერატორი: Adjara Group; გახსნის დაგეგმილი თარიღი : 2018 წელი

სასტუმრო Sheraton თბილისში- ოპერატორი: Rakia Georgia; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2018 წელი

სასტუმრო Hilton თბილისში – ოპერატორი: Granat Georgia; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2020 წელი

სასტუმრო Euphoria Hotel ბათუმში – ოპერატორი: Metro Atlas Georgia; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2018 წელი

Alliance Palace ბათუმში – ოპერატორი: Alliance Group; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2019 წელი

სასტუმრო Le Meridien Casino ბათუმში – ოპერატორი: Red-Co; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2019 წელი

Casino #1 ბათუმი – ოპერატორი: AR Meridians; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2019 წელი

Casino #2 ბათუმი – ოპერატორი: AR Meridians; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2019 წელი

Metro Sky Tower კურორტ გოდერძიზე –  ოპერატორი: Metro Atlas Georgia; გახსნის დაგეგმილი თარიღი: 2019 წელი.