სახელმწიფოს საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მონაცემი შესაძლებლობას გვაძლევს გავაანალიზოთ, თუ როგორ უმკლავდება კონკრეტული მთავრობა ვალის მოცულობას, როგორი ეფექტიანობით აწარმოებს ფისკალურ პოლიტიკას და რა გავლენა აქვს ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
სტატიაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო ვალის წილის შესახებ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშს ეფუძნება. საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდება Hinrich Foundation-ის 2024 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსის (STI) ანალიზს წარმოადგენს.
საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბრუნეის აქვს და ის 2.3%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი შეფარდება კი იაპონიას აქვს. ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ის 252.4%-ს წარმოადგენს. აშშ-ისთვის ეს მაჩვენებელი 122.2%-ია, რუსეთისთვის კი 19.7%. რუსეთის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, ვალის აღებაც არ შეუძლია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 2024 წელს 38.1%-ს შეადგენს.
რეიტინგი | სახელმწიფო | მთავრობის ვალის შეფარდება მშპ-სთან |
1 | ბრუნეი | 2.3% |
2 | ჰონგ-კონგი | 6.5% |
3 | რუსეთი | 19.7% |
4 | ტაივანი | 25.0% |
5 | კამბოჯა | 25.9% |
6 | პერუ | 32.1% |
7 | ვიეტნამი | 34.0% |
8 | ჩილე | 39.4% |
9 | ბანგლადეში | 39.8% |
10 | ინდონეზია | 39.9% |
11 | ახალი ზელანდია | 45.9% |
12 | ავსტრალია | 49.4% |
13 | პაპუა-ახალი გვინეა | 52.1% |
14 | მექსიკა | 53.1% |
15 | ეკვადორი | 54.7% |
16 | სამხრეთი კორეა | 55.2% |
17 | ფილიპინები | 56.6% |
18 | მიანმარი | 59.3% |
19 | ტაილანდი | 62.4% |
20 | მალაიზია | 67.3% |
21 | პაკისტანი | 77.1% |
22 | ინდოეთი | 82.8% |
23 | ჩინეთი | 83.6% |
24 | დიდი ბრიტანეთი | 101.1% |
25 | კანადა | 107.1% |
26 | შრი ლანკა | 115.5% |
27 | აშშ | 122.2% |
28 | ლაოსი | 122.8% |
29 | სინგაპური | 162.1% |
30 | იაპონია | 252.4% |