საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2.8 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი 7.5 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 0.2%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.
რაც შეეხება უშუალოდ გასული თვის მაჩვენებლებს, ივნისში სავაჭრო ბრუნვამ 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 583 მლნ აშშ დოლარი (წლიური 16.1%-იანი ზრდა), ხოლო იმპორტი 1.2 მლრდ აშშ დოლარი იყო (წლიური 8%-იანი კლება).