წლიური ინფლაცია 0.5%-ია | რა გაძვირდა და გაიაფდა მარტში?

წლიური ინფლაცია 0.5%-ია | რა გაძვირდა და გაიაფდა მარტში?

2024 წლის მარტში თვიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.0%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%);
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2%-ით. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.2%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%-ით. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1%);
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-15.3%), პური და პურპროდუქტები (-8.9%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1%) და თევზეული (1.3%).
წყარო: საქსტატი