საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.2%-ით გაძვირდა.
სექტემბერში ფასების ზრდა ძირითადად ტრანსპორტის (1.8%-ით), სურსათის (1.2%-ით) და განათლების გაძვირებამ (1.2%-ით) განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (17.4%-ით) გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 14.7%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 6.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.7%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.6%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია