“წყალი გუდაურის“ ბრენდინგი ქართულ სულს ასახავს - Worldbranddesign

“წყალი გუდაურის“ ბრენდინგი ქართულ სულს ასახავს - Worldbranddesign

„წყალი გუდაურის” ბრენდინგი საქართველოს სულს ასახავს“ – ამ სათაურით „წყალი გუდაურის“ შესახებ სტატიას worldbranddesign-ი აქვეყნებს.

„წყალი გუდაური“ საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ სოფელ ნატახტარში ისხმება. ბრენდი აწარმოებს წყალს, რომელიც ბუნებრივადაა გაფილტრული კავკასიის მთათა სისტემაში, რაც მას ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ამ ბრენდის იდენტობის მეტი განსხვავებულობის წარმოსაჩენად, „წყალმა გუდაურმა” თამამი განცხადება გააკეთა თავისი მინიმალისტური და ამავე დროს მრავლისმეტყველი შეფუთვის დიზაინით“, – წერს გამოცემა.

სტატიაში საუბარია კომპანიის ამბიციურ გეგმებზე, კერძოდ კი უკვე წარმატებული ბრენდის ისეთი იმიჯის განმტკიცებაზე, რომელიც ცხადყოფს, რომ წყლის მწარმოებელი კომპანია ტრადიციულს თანამედროვეობით ანაცვლებს; საქართველოს უნიკალური ბუნების შეფუთვაზე დატანა კი მომხმარებლის  ბრენდთან დაკავშირებას უფრო ეფექტიანს ხდის.

როგორც worldbranddesign-ი წერს, „წყალი გუდაურის“ სტრატეგიის შედეგი არის თანამედროვე დახვეწილი ბოთლი, რომელზეც გრავირებულია კავკასიის მთები –  ქართული მამაცი სულის სიმბოლო. ამას გარდა, დიზაინი ბრენდს ეთნიკურობის ეფექტს აძლევს, რაც   მომხმარებლის ემოციურ დამოკიდებულებას განაპირობებს. ამ სტრატეგიის შედეგად „წყალმა გუდაურმა“ საქართველოში დიდიპოპულარობა მოიპოვა. ის ქვეყანაში მიიჩნევა ძლიერ  ადგილობრივ ბრენდად, რომლის მიზანია, გლობალურ ბრენდად იქცეს. ბოთლის გამჭვირვალობა ასევე ხაზს უსვამს წყლის ხარისხს და მომხმარებლების ნდობას იწვევს.

Worldbranddesign-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ  ბრენდი საკითხს ინოვაციურად მიუდგა: იმის ნაცვლად, რომ ხშირად გამოყენებული ფერთა პალიტრა აერჩია, აქცენტი წითელ ფერზე გააკეთა  – როგორც ენერგიის, აღფრთოვანებისა და სიმამაცის ფერზე. თეთრისა და წითლის კომბინაცია კი ქართული დროშითაა შთაგონებული. უფრო მეტიც, მინიმალისტური წარწერები კიდევ უფრო ხაზს უსვამს ბრენდის ღირსეულობას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *