ცუკერბერგი Meta-დან 11,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

ცუკერბერგი Meta-დან 11,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

მარკ ცუკერბერგმა კომპანია Meta-დან თანამშრომლების 13%-ის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

შემცირების შემდეგ, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს 11,000 თანამშრომელი დატოვებს, რაც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

“დღეს Meta-ს ისტორიაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების გაზიარება მიწევს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდი 13%-ით შევამციროთ, რაც 11,000 ნიჭიერი თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლებას გულისხმობს. სამუშაო ძალის შემცირების გარდა, ჩვენ აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ხარჯები შევამციროთ და უფრო ეფექტიან კომპანიად ვიქცეთ”, – განაცხადა ცუკერბერგმა.

Meta-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინვესტორთათვის მოსალოდნელი იყო, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის ხარჯები თითქმის 20%-ით, 22.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, კომპანია Meta მსოფლიოს მასშტაბით 87,000 თანამშრომელს ასაქმებს, მათი რაოდენობა კი მომდევნო თვეებში 76,000-მდე შემცირდება.