2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,678,436 შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 70.4% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოში, ხოლო 29.6% კი პირველადს. შესაბამისად 2018 წლის II კვარტალში საქართველოში 496,840 პირველადი ვიზიტი განხორციელდა.
საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (44%) დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (20.6%), ტრანზიტი (17%), პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (7.3%) და შოპინგი (6.3%). ვიზიტების მხოლოდ 1.9%-ის შემთხვევაში დასახელდა ვიზიტის სხვა მიზანი.
საერთაშორისო ვიზიტების 53% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 27.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: მცხეთაში (13.3%), მარნეულში (13%), ყაზბეგში (10.2%), სიღნაღში (6.1%), თელავში (4.9%), ქუთაისში (4.6%), რუსთავსა (4.4%) და ბორჯომში (4%).
ვიზიტების უმეტესობა (53%) რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა – 28%, მცხეთა-მთიანეთი – 22.5% და ქვემო ქართლი – 18.7%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა კახეთში – 10.4%, სამცხე-ჯავახეთსა – 9% და იმერეთში – 4.8%.