Uber-ს ფულადი სახსრები კიდევ 1.1 მილიარდი დოლარით შეუმცირდა, რაც უკვე ინვესტორების შეშფოთებას იწვევს. კომპანიის ზარალმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 986 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის თითო აქციაზე დანაკარგი კი 0.61 დოლარს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ Uber-ის ჯამურმა შემოსავალმა მესამე კვარტალში 3.81 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკოსები კომპანიისგან შედარებით დაბალ 3.69 მილიარდიან შემოსავლებს ელოდნენ.
კომპანია აქტიურად ეძებს მოგებიანობის ზრდის გზებს. Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროუშაჰი აღნიშნავს, რომ კომპანია 2021 წლისთვის გახდება მოგებიანი. Uber-ი, შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით, იმედებს საკვების მიწოდების დრონზეც ამყარებს და შემოსავლების 64%-იან ზრდას ელის, რაც რიცხვებში 645 მილიონ დოლარს უტოლდება.
წყარო: Forbes Tech.