უკრაინამ გერმანიიდან 3-D-პრინტერით დამზადებული დრონები მიიღო

უკრაინამ გერმანიიდან 3-D-პრინტერით დამზადებული დრონები მიიღო

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ გერმანული კომპანიისაგან 3-D-პრინტერით დამზადებული შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატები მიიღო. უკრაინას დახმარება ამერიკულ-უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და გერმანულმა მწარმოებელმა Donaustahl GmbH-მ გაუგზავნა. დახმარების სახით უკრაინელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი Titan Falcon-ის ტიპის 3-D-პრინტერით დამზადებული დრონები მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 3 ერთეული აღნიშნული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გადაეცა, რომელთა შესაძლებლობები და უკრაინის ლანდშაფტთან თავსებადობაც ახლა გამოიცდება.

Titan Falcon-ის ფრენის ხანგრძლივობა 6 საათია, საოპერაციო მანძილი კი 400 კილომეტრს შეადგენს. დრონი ძირითადად სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულებით გამოიყენება და შესაბამისი კამერების დახმარებით მას გამოსახულების მიღება რეალურ დროში შეუძლია.