უნივერსიტეტები ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებულით

უნივერსიტეტები ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებულით

პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 19 პირი დღეს ამერიკის 400 ყველაზე მდიდარ პირს შორისაა.

ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამურო ქონება $2.9 ტრილიონი დოლარია. Forbes-ის ბოლო რეიტინგის მიხედვით, უმდიდრესი ამერიკელების ქონება ერთ წელში 7%-ზე მეტად გაიზარდა. 

სიაში მოხვედრილმა პირებმა ქონება სხვადასხვა გზით დააგროვეს, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ: 400 უმდიდრესი ამერიკელის 40%-ს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი. როგორც აღმოჩნდა, მათგან ყველაზე მეტი პირი Pennsylvania-ს კურსდამთავრებულია. კერძოდ, პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 19 პირი დღეს ამერიკის 400 ყველაზე მდიდარ პირს შორისაა. 

მილიარდერი კურსდამთავრებულების რაოდენობით, მეორე ადგილზეა Yale University, აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიდან 13 დღეს Forbes 400-ის სიაშია. 

მესამე პოზიციას Stenford-ის უნივერსიტეტი იკავებს 12 მილიარდერი კურსდამთავრებულით.

მეოთხე ადგილზეა University of Southern California 11 მილიარდერი კურსდამთავრებულით, ხუთეულს კი Harvard ხურავს 10 მილიარდერით. 

მილიარდერებში ყველაზე პოპულარული კი შემდეგი ფაკულტეტებია: ეკონომიკა და ფინანსები, ინჟინერია, ბიზნესი. 

რაც შეეხება Pennsylvania-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, როგორც ცნობილია მილიარდერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ უმაღლესის Wharton School, რომელიც შემდეგმა მილიარდერებმა დაამთავრეს: უორენ ბაფეტი ($88.3 მლრდ), ელონ მასკი ($19.6 მლრდ), დონალდ ტრამპი ($3.1 მლრდ), პაველ ჯობსი ($20.5 მლრდ).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *