უორენ ბაფეტის კომპანიას 128 მილიარდი დოლარის ფულადი სახსრები აქვს

უორენ ბაფეტის კომპანიას 128 მილიარდი დოლარის ფულადი სახსრები აქვს

უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-მ მესამე კვარტლის ანგარიშები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ფულადი სახსრები რეკორდულად გაიზარდა და 128.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე კვარტალში კომპანიას 122.4 მილიარდი დოლარის სახსრები უფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახსრები მინიმუმ ხუთჯერ არის გაზრდილი 2009 წელთან შედარებით (23 მილიარდი აშშ დოლარი).

მესამე კვარტლში Berkshire Hathaway-ის ფულადი სახსრები გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ 700 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი წილების გამოსყიდვას მოახმარა. Wall Street-ის ანალიტიკოსებს უჩნდებათ კითხვა და უჭირთ ახსნან, რატომ არ ხარჯავს Berkshire Hathaway-ი უფრო მეტს საკუთარი აქციების გამოსყიდვაზე, იმის ფონზე, რომ კომპანიის ფულადი სახსრები რეკორდულად მზარდია.

წყარო: Business Insider.