უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 28-დან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა

უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 28-დან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2017-2018 წლების ანგარიში 27 სექტემბერს გამოქვეყნდა. საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუარესდა და 59-დან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, რომელიც რეიტინგში ცალკე შეიძლება ვნახოთ. 2016-2017 წლების ანგარიშით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მე-28 ადგილი ეკავა (2015-2016 წლების ანგარიშით მე-16 ადგილი), ახალი ანგარიშით კი 37-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქვეყნის უსაფრთხოება შემდეგი კომპონენტების საფუძველზეა შეფასებული: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე, ორგანიზებული დანაშულის დონე და პოლიციისადმი ნდობა ქვეყანაში. ბოლო ანგარიშის მიხედვით ოთხივე კომპონენტის ქულა გაურესდა. აღნიშნულ რეიტინგში უსაფრთხოების კომპონენტების შეფასება უშუალოდ ბიზნეს სექტორის გამოკითხვის შედეგად ხდება.

ცხრილი: საქართველო უსაფრთხოების რეიტინგში

რეიტინგის კომპონენტები

2016-2017 წლების ანგარიში

2017-2018 წლების ანგარიში

ადგილი რეიტინგში

ქულა

ადგილი რეიტინგში

ქულა

 

1. უსაფრთხოება

28

5.6

37

5.3

 

   1.1 ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე

38

5.7

54

5.3

 

   1.2 კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე

23

5.5

30

5.2

 

   1.1 ორგანიზებული დანაშაულის დონე

26

5.8

38

5.4

 

   1.1 პოლიციისადმი ნდობა

40

5.3

42

5.2

 

       

წყარო: მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი (WEF)

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.