უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით, საქართველო 45-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი საფრანგეთს სტუმრობს და 2016 წელს მათმა რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილს  აშშ იკავებს, სადაც წელიწადში 77 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ჩადის. მესამე ადგილზე კი ესპანეთია. 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუკი 1995 წელს საქართველოს მხოლოდ 85 000 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, 2016 წელს მათი რაოდენობა 6 361 000-მდე გაიზარდა. 

World Bank აღნიშნავს, რომ 2016 წელს მსოფლიოში უცხოელი ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ 1.2 მილიარდს გადაჭარბა. 

ყველაზე ნაკლები საერთაშორისო მოგზაური გვინეას სტუმრობს და მათი რაოდენობა წლიურად 16 000-ს არ აღემატება.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2.75 მილიარდი დოლარი იყო (2,751,279,624), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  2017 წლის ჯამური მონაცემებით ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა.