ვინ ფლობს ყველაზე მეტ სატელიტს ორბიტაზე?

ვინ ფლობს ყველაზე მეტ სატელიტს ორბიტაზე?

დედამიწის გარშემო 7,000-მდე სატელიტი მოძრაობს, რომლებიც კომუნიკაციისთვის, ნავიგაციასა და სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენება. მხოლოდ გასულ წელს ორბიტაზე 150-ზე მეტი თანამგზავრი გუშვეს.

Union of Concerned Scientists-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ინდუსტრიის უდავო ლიდერია. ამჟამად ილონ მასკის ფირმა გლობალურად სატელიტების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 50%-ს მართავს. მიმდინარე წელს SpaceX-მა 62 მისია უკვე შეასრულა – უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა კომპანიამ და ქვეყანამ. ის მართავს Starlink-ის ათასობით სატელიტს, რომლებიც დედამიწაზე ინტერნეტის უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს.

საკუთრებაში არსებული სატელიტების რაოდენობით მეორე ადგილზე ბრიტანული კომპანია OneWeb Satellites-ია. ფირმის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს, მის ინვესტორებს შორის კი გაერთიანებული სამეფოს მთავრობაა. OneWeb Satellites-ი მაღალი სიჩქარის ინტერნეტსერვისს მთავრობისთვის ბიზნესისა და მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს და სხვა ბევრი სატელიტური ოპერატორის მსგავსად, თანამგზავრების გასაშვებად ისიც SpaceX-ს ეყრდნობა.

Starlink-ის დომინანტობის მიუხედავად, ილონ მასკის კომპანია მომდევნო წლებში ინდუსტრიაში დიდი ალბათობით ძლიერ კონკურენციას გადააწყდება. სწორედ SpaceX-ის ქსელთან კონკურენციისთვის, Amazon-ის Project Kuiper-ი 2029 წლისთვის ორბიტაზე 3,236 სატელიტის განთავსებას გეგმავს, მათ შორის პირველი წყების 2024 წლის დასაწყისში.

წამყვანი კერძო კომპანიების შემდეგ, დედამიწის გარშემო მოძრავი თანამგზავრების მნიშვნელოვან წილს ფლობენ თავად მთავრობებიც. სახელმწიფოთა შორის ლიდერად ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, ჯამურად, სამთავრობო ორგანოებისა და ამერიკული კომპანიების საკუთრებაში არსებული სატელიტების რაოდენობით. მხოლოდ 2022 წელს, ამერიკელების მიერ კოსმოსურ ხომალდებზე გაწეულმა ხარჯმა $62 მილიარდი შეადგინა, ხუთჯერ მეტი, ვიდრე მეორეადგილოსანი ჩინეთის შემთხვევაში.

თუმცა ჩინეთმა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, თავისი კოსმოსური პროგრამა დააჩქარა და ამჟამად ორბიტაზე ჩინეთიდან ყველაზე მეტი თანამგზავრია, რომლებიც უშუალოდ სამთავრობო ორგანოების საკუთრებაშია. მათი უმეტესობა დედამიწაზე დაკვირვებისთვის, კომუნიკაციისთვის, თავდაცვისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის გამოიყენება.

სატელიტების რაოდენობის მიხედვით, კომპანიებისა და მთავრობების რეიტინგი:

მფლობელირაოდენობაწილიქვეყანა
SpaceX3,39550%აშშ
OneWeb Satellites5027%გაერთიანებული სამეფო
ჩინეთის მთავრობა3695%ჩინეთი
აშშ-ის მთავრობა3064%აშშ
Planet Labs, Inc.1953%აშშ
რუსეთის ფედერაცია1372%რუსეთი
Spire Global1272%აშშ
Swarm Technologies841%აშშ
Iridium Communications, Inc.751%აშშ
სხვა1,52823%