როგორც Business Insider-ი წერს, თითოეული მილიარდერი სხვადასხვა ასაკში შეუერთდა მილიარდერთა კლუბს. მაგალითად, ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ მილიარდი 49 წლის ასაკში იშოვა, მაშინ როდესაც მარკ ცუკერბერგი მილიარდერთა კლუბს 23 წლის ასაკში შეუერთდა.
Business Insider-ი Forbes’ 2020 Billionaires List-ის საფუძველზე აქვეყნებს სიას, თუ ვინ რა ასაკში იშოვა პირველი მილიარდი.
ჩამონათვალში 14 ყველაზე მდიდარი ადამიანია შეყვანილი, ყველაზე ახალგაზრდა, ვინც პირველი მილიარდი იშოვა მარკ ცუკერბერგია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული უორენ ბაფეტი.
1. მარკ ცუკერბერგი – 23 წელი
ამჟამად მისი ქონება: 100 მილიარდი აშშ დოლარი
2. ევან შპიგელი – 25 წელი
ამჟამად მისი ქონება – 4.5 მილიარდი აშშ დოლარი
3. ლარი პეიჯი – 30 წელი
ამჟამად მისი ქონება – 66.8 მილიარდი აშშ დოლარი
4. ბილ გეითსი – 31 წელი
ამჟამად მისი ქონება: 113.5 მილიარდი აშშ დოლარი
5. ჯეფ ბეზოსი – 35 წელი
ამჟამად მისი ქონება: 188.1 მილიარდი აშშ დოლარი
6. მარკ კუბანი – 40 წელი
ამჟამად მისი ქონება: 4.2 მილიარდი აშშ დოლარი
7. ილონ მასკი – 41 წელი
ამჟამად მისი ქონება: 68 მილიარდი აშშ დოლარი
8. რიჩარდ ბრენსონი – 41 წელი
ამჟამად მისი ქონება: 4.6 მილიარდი აშშ დოლარი
9. მეგ უიტმანი – 42 წელი
ამჟამად მისი ქონება: 5.1 მილიარდი აშშ დოლარი
10. ოპრა უინფრი – 49 წელი
ამჟამად მისი შემოსავალი: 2.5 მილიარდი აშშ დოლარი
11. ლარი ელისონი – 49 წელი
ამჟამად მისი შემოსავალი: 71.4 მილიარდი აშშ დოლარი
12. კარლოს სლიმი – 51 წელი
ამჟამად მისი შემოსავალი: 51.2 მილიარდი აშშ დოლარი
13. ჯორჯ ლუკასი – 52 წელი
ამჟამად მისი შემოსავალი: 5.7 მილიარდი აშშ დოლარი
14. უორენ ბაფეტი – 56 წელი
ამჟამად მისი შემოსავალი: 79.7 მილიარდი აშშ დოლარი.